საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან აშშ-მ საქართველოს დიდი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორი. აშშ-მ არაერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ქარტია წარმოადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

დღეისათვის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უკვე გაიმართა სამუშაო ჯგუფების ოთხი შეხვედრა უსაფრთხოების, დემოკრატიის, ხალხთა შორის ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ენერგეტიკულ საკითხებზე.

2009 წლიდან 2013 წლამდე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გაიმართა 3 პლენარული სხდომა და 23 შეხვედრა უსაფრთხოების, დემოკრატიის, ხალხთა შორის ურთიერთობის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებზე.

2013

1) დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 12 აპრილი, თბილისი, საქართველო

2) თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 9 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ

3) ხალხთაშორისი ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 12 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ

4) ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 13 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ.

2012

1) დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2012 წლის 16 აპრილი, ვაშინგტონი, აშშ

2) აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა და ოთხისამუშაო ჯგუფის შეხვედრა- 2012 წლის 5 ივნისი, ბათუმი, საქართველო

3) თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, 2012 წლის 29 ნოემბერი, თბილისი, საქართველო

4) ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 17 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ

5) ხალხთაშორისი ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 18 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ

2011

1) ხალხთაშორისი ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი, 2011 წლის 15 მარტი, ვაშინგტონი, აშშ

2) დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2011 წლის 27 აპრილი, თბილისისაქართველო

3) ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2011 წლის 10 მაისი, ვაშინგტონი, აშშ

4) თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, 2011 წლის 18 ივლისი, ვაშინგტონი, აშშ

2010

1) ხალხთაშორისი ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი, 2010 წლის 21 იანვარი, თბილისი, საქართველო

2) ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2010 წლის 25 თებერვალი, თბილისი საქართველო

3) აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა და ოთხისამუშაო ჯგუფის შეხვედრა- 2010 წლის 6 ოქტომბერი, ვაშინგტონი, აშშ

2009

1) აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა, 2009 წლის 9 იანვარი, ვაშინგტონი, აშშ

2) დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2009 წლის 17 ნოემბერი, თბილისი, საქართველო

თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში

აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2002 წელს ინიცირებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება (GTEP), რომელიც 2005 წელს გაგრძელდა მხარდაჭერისა და სტაბილურობის ოპერაციების უზრუნველყოფის პროგრამით (SSOP). სამი ქართული ბრიგადა, რომელიც GTEP-ის და SSOP-ის ფარგლებში იქნა გაწვრთნილი, 2005-2008 წლებში აშშ-ს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით ერაყში ასრულებდა მისიას.

ამას გარდა, 2010 წლის მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში ქართული ქვეითი ბატალიონები მონაწილეობას იღებენ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში. GDP-ISAF პროგრამის მეშვეობით 2010 წლიდან დღემდე გადასროლისწინა მომზადება 11 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

ამას გარდა აღსანიშნავია სამხედრო განათლების პროგრამები, აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის დახმარება, ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების შეფასებითი ხასიათის ვიზიტები და სხვ. ეს პროგრამები ფინანსდება და ხორციელდება აშშ-ის მხარის მიერ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, სამხედრო რეფორმების სტიმულირებას და პროფესიული სამხედრო განათლების დონის ამაღლებას.

უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამაა (BTRP), რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-ს დაფინანსებით აშენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (CPHRL) და შეიქმნა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა.

საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზებაში მიღწეული პროგრესის, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, 2012 წლის დასაწყისში საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ საჯაროდ განაცხადა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლის შესახებ. მოგვიანებით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის გამართულ შეხვედრებზე შემუშავებულ იქნა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიზანია საქართველოს სამხედრო სისტემის მოდერნიზებისა და თავდაცვის რეფორმების დაჩქარება, ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ამაღლება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება.

2013 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრის შედეგად თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას ახალი მიმართულებები დაემატა.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2000-2014 წწ. (მილიონი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

7,1

69,6

2001

8,8

64,1

2002

13,5

68,8

2003

15,4

90,7

2004

21,2

110,9

2005

26,7

146,9

2006

58,5

129,6

2007

149

203,9

2008

102,2

358,1

2009

36,9

231,6

2010

187,2

180,9

2011

143,5

245,8

2012 226,2 213,2
2013 136,4 253,8
2014 207,6 287,3

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულ გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ვრცელდება GSP (პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) სავაჭრო რეჟიმი, რაც შეერთებულ შტატებში ქართული პროდუქციის შეღავათიანი საბაჟო განაკვეთით ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2015 წლის 29 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ხელი მოაწერა კანონპროექტს H.R. 1295, რომლის თანახმად, მოხდა პრეფერენციული ვაჭრობის განახლება. GSP ძალაში შევიდან 2015 წლის 29 ივლისს, ვადის ამოწურვიდან 2 წლის შემდგომ.

2007-2012 წლებში აშშ-ს მხრიდან საქართველოში განხორციელებულ იქნა 426.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც ქვეყანაში არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 8,4%-ს შეადგენს. აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ კი 2013 წელს 44.8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი

2005 წლის 12 სექტემბერს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - &bdquo ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს". საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა 2006წლის 7 აპრილს ამოქმედდა. 2008 წლის 20 ნოემბერს, ხელი მოეწერა ათასწლეულის გამოწვევისკორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმებული კომპაქტის ცვლილებას.აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებდა მიმდინარე პროგრამის (295,3 მილიონი აშშ დოლარი)ფარგლებში, დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას, რის შედეგადაც ათასწლეულისგამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3მილიონამდე გაიზარდა.

კომპაქტის ფარგლებში საქართველოსთვის მონიჭებული ფინანსური დახმარების ძირითადი ნაწილიმოხმარდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (209 მილიონი აშშ დოლარი) ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვარეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს (57.7 მილიონი აშშ დოლარი).

კომპაქტის წარმატებით განხორციელების გამო 2013 წლის 11 ივნისს ათასწლეულის გამოწვევისფონდის საბჭომ საქართველოს მეორე კომპაქტი დაამტკიცა. რომლის ფარგლებშიც 5 წლის განმავლობაში 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი განიხილება. ხსენებული პროექტი მიზნად ისახავს ადამიანური რესურსების ხარისხის ამაღლებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისსფეროში განათლებასა და სამუშაო ძალის განვითარებაში ინვესტირებას. კომპაქტი სამიპროექტისაგან შედგება:

  1. ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების პროექტი ითვალისწინებს სკოლების რეაბილიტაციის,მასწავლებელთა და სკოლების მენეჯერთა გადამზადებისა და განათლების სისტემის შეფასებაშიმხარდაჭერის საშუალებით ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
  2. ინდუსტრიული უნარ-ჩვევებისა და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი მიზნად ისახავსბაზრის მიერ მოთხოვნილ უნარებსა და ასეთი ტექნიკური უნარების მქონე ქართველებს შორისკავშირების გაძლიერებას
  3. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) უმაღლესი განათლებისპროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი ან მეტი პარტნიორი ამერიკული უნივერსიტეტის მოზიდვა,რათა სიახლე იქნას შეტანილი მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკისსწავლებებში, მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზებით, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობისზრდას და გააუმჯობესებს დასაქმების შესაძლებლობებს.