ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

დიპლომატიურ ურთიერთობათა ქრონოლოგია 


დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის  დამყარდა 1992 წლის 23 აპრილს.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

 

არჩილ გეგეშიძე (აპრილი 2013 - დღემდე)
თემურ იაკობაშვილი (იანვარი 2011 - თებერვალი 2013)
ბათუ ქუთელია (იანვარი 2009 - დეკემბერი 2010)
ვასილ სიხარულიძე (თებერვალი 2006 - დეკემბერი 2008)
ლევან მიქელაძე (ივნისი 2002 - იანვარი 2006)
თედო ჯაფარიძე (ივნისი 1994 - მარტი 2002)
პეტრე ჩხეიძე (აგვისტო 1993 - ივნისი 1994)

 

 საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო  და სრულუფლებიანიელჩები:

იენ კელი (სექტემბერი 2015 - დღემდე)

რიჩარდ ნორლანდი (აგვისტო 2013 - ივლისი 2015)
ჯონ ბასი (ოქტომბერი 2009 - ივლისი 2012) 
ჯონ ტეფტი (აგვისტო 2005 - სექტემბერი 2009)
რიჩარდ მაილსი (მაისი 2002 - აგვისტო 2005)
კენეტ იალოვიცი (ივლისი 1998 - ივნისი 2001)
ვილიამ ქორთნი (სექტემბერი 1995 - აგვისტო 1997)
კენთ ბრაუნი (სექტემბერი 1992 - აგვისტო 1995)

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპატიო კონსულები:

ჯონ ევერეტ ჰოლი  -  საქართველოს საპატიო კონსული ქ. ატლანტაში, ჯორჯიის შტატი
დაფარვის ზონა: ჯორჯიის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები

მისამართი: 191 Peachtree Street, Suite 2900 Atlanta, GA 30303
ტელ: +1 (404) 954 5000, ფაქსი: 404 954 5020, E-mail: jhall@hallboothsmith.com 

დევიდ კ. შიმპი  -საქართველოს საპატიო კონსული ქ.  ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინის შტატი
დაფარვის ზონა: სამხრეთ კაროლინის შტატი,
ამერიკის შეერთებული შტატები

მისამართი1 Cool Blow Street, Suite 322, Charleston, SC 29403

ტელ: +1 (843) 266-0561; ფაქსი: +1 (843) 266-0729, E-mail: d.shimp@comcast.net

ფრეკნ გრეინკე - საქართველოს საპატიო კონსული ორანჯში, კალიფორნიის შტატი 
დაფარვის ზონა: ლოს ანჯელესი, ორანჯი, სან დიეგო, ამერიკის შეერთებული შტატები 

მისამართი: 1800W, Katella ave, suite 400, Orange, CA 92867
ტელ: +1 (714) 516-7248; ფაქსი: +1 (1 714) 922-7210, e-mail: consul@scfuels.com  

რიჩარდ პაიპსი - საქართველოს საპატიო კონსული ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატი
დაფარვის ზონა: მასაჩუსეტსის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები

მისამართი: 17 Berkley street, Cambridge, MS, 02138 
ტელ: +1 (617) 492 0727, e-mail: rpipes23@aol.com

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან აშშ-მ საქართველოს დიდი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორი. აშშ-მ არაერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ქარტია წარმოადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით  ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას,  დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

დღეისათვის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში უკვე გაიმართა სამუშაო ჯგუფების ოთხი შეხვედრა უსაფრთხოების, დემოკრატიის, ხალხთა შორის ურთიერთობისა და ეკონომიკურ-ენერგეტიკულ საკითხებზე.

2009 წლიდან 2013 წლამდე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში  გაიმართა 3 პლენარული სხდომა და  23 შეხვედრა უსაფრთხოების, დემოკრატიის, ხალხთა შორის ურთიერთობის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხებზე.

 

2013

1)     დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 12 აპრილი, თბილისი, საქართველო

2)     თავდაცვისა და  უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი,  2013 წლის 9 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ

3)     ხალხთაშორისი  ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 12 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ

4)     ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 13 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ. 

 

2012

1)     დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2012 წლის 16 აპრილი,  ვაშინგტონი, აშშ

2)     აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა და ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა- 2012 წლის 5 ივნისი, ბათუმი, საქართველო

3)     თავდაცვისა და  უსაფრთხოების  სამუშაო ჯგუფი,  2012 წლის 29 ნოემბერი,  თბილისი, საქართველო

4)     ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 17 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ  

5)     ხალხთაშორისი  ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი, 2013 წლის 18 დეკემბერი, ვაშინგტონი, აშშ

 

2011

1)     ხალხთაშორისი  ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი,  2011 წლის 15 მარტი, ვაშინგტონი, აშშ

2)     დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2011 წლის 27 აპრილი, თბილისი საქართველო

3)     ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2011 წლის 10 მაისი, ვაშინგტონი, აშშ 

4)     თავდაცვისა და  უსაფრთხოების  სამუშაო ჯგუფი,  2011 წლის 18 ივლისი, ვაშინგტონი, აშშ


2010

1)     ხალხთაშორისი  ურთიერთობისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი,  2010 წლის 21 იანვარი, თბილისი, საქართველო

2)     ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფი, 2010 წლის 25 თებერვალი, თბილისი საქართველო 

3)     აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა და ოთხი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა- 2010  წლის 6 ოქტომბერი, ვაშინგტონი, აშშ

 

2009

1)     აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა, 2009 წლის 9 იანვარი, ვაშინგტონი, აშშ

2)      დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფი, 2009 წლის 17 ნოემბერი, თბილისი, საქართველო

 

 თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში

აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2002 წელს ინიცირებული წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება (GTEP), რომელიც 2005 წელს გაგრძელდა მხარდაჭერისა და სტაბილურობის ოპერაციების უზრუნველყოფის პროგრამით (SSOP). სამი ქართული ბრიგადა, რომელიც GTEP-ის და SSOP-ის ფარგლებში იქნა გაწვრთნილი, 2005-2008 წლებში აშშ-ს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით ერაყში ასრულებდა მისიას.

ამას გარდა, 2010 წლის მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში ქართული ქვეითი ბატალიონები მონაწილეობას იღებენ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში. GDP-ISAF პროგრამის მეშვეობით 2010 წლიდან დღემდე გადასროლისწინა მომზადება 11 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

ამას გარდა აღსანიშნავია სამხედრო განათლების პროგრამები, აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის დახმარება, ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების შეფასებითი ხასიათის ვიზიტები და სხვ. ეს პროგრამები ფინანსდება და ხორციელდება აშშ-ის მხარის მიერ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, სამხედრო რეფორმების სტიმულირებას და პროფესიული სამხედრო განათლების დონის ამაღლებას.

უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამაა (BTRP), რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-ს დაფინანსებით აშენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (CPHRL) და შეიქმნა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა.

საქართველოს თავდაცვის სისტემის მოდერნიზებაში მიღწეული პროგრესის, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, 2012 წლის დასაწყისში საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ საჯაროდ განაცხადა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლის შესახებ. მოგვიანებით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის გამართულ შეხვედრებზე შემუშავებულ იქნა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიზანია საქართველოს სამხედრო სისტემის მოდერნიზებისა და თავდაცვის რეფორმების დაჩქარება, ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ამაღლება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება.

2013 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრის შედეგად თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას ახალი მიმართულებები დაემატა.


ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა  2000-2014 წწ. (მილიონი აშშ დოლარი):

 

წელი

ექსპორტი  

იმპორტი

2000

7,1

69,6

2001

8,8

64,1

2002

13,5

68,8

2003

15,4

90,7

2004

21,2

110,9

2005

26,7

146,9

2006

58,5

129,6

2007

149

203,9

2008

102,2

358,1

2009

36,9

231,6

2010

187,2

180,9

2011

143,5

245,8

2012 226,2 213,2
2013  136,4 253,8
2014 207,6 287,3

 

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულ გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ვრცელდება GSP (პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) სავაჭრო რეჟიმი, რაც შეერთებულ შტატებში ქართული პროდუქციის  შეღავათიანი საბაჟო განაკვეთით ექსპორტის საშუალებას იძლევა. 2015 წლის 29 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ხელი მოაწერა კანონპროექტს H.R. 1295, რომლის თანახმად, მოხდა პრეფერენციული ვაჭრობის განახლება. GSP ძალაში შევიდან 2015 წლის 29 ივლისს, ვადის ამოწურვიდან 2 წლის შემდგომ. 

2007-2012 წლებში აშშ-ს მხრიდან საქართველოში განხორციელებულ იქნა 426.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც ქვეყანაში არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 8,4%-ს შეადგენს. აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ კი 2013 წელს 44.8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

 

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი

2005 წლის 12 სექტემბერს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს". საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა 2006 წლის 7 აპრილს ამოქმედდა. 2008 წლის 20 ნოემბერს, ხელი მოეწერა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმებული კომპაქტის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებდა მიმდინარე პროგრამის (295,3 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში, დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას, რის შედეგადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზარდა.

კომპაქტის ფარგლებში საქართველოსთვის მონიჭებული ფინანსური დახმარების ძირითადი ნაწილი მოხმარდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (209 მილიონი აშშ დოლარი); ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვა რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს (57.7 მილიონი აშშ დოლარი).

კომპაქტის წარმატებით განხორციელების გამო 2013 წლის 11 ივნისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საბჭომ საქართველოს მეორე კომპაქტი დაამტკიცა. რომლის ფარგლებშიც 5 წლის განმავლობაში 140 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი განიხილება. ხსენებული პროექტი მიზნად ისახავს ადამიანური რესურსების ხარისხის ამაღლებას, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში განათლებასა და სამუშაო ძალის განვითარებაში ინვესტირებასკომპაქტი სამი პროექტისაგან შედგება:

1)     ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების პროექტი ითვალისწინებს სკოლების რეაბილიტაციის, მასწავლებელთა და სკოლების მენეჯერთა გადამზადებისა და განათლების სისტემის შეფასებაში მხარდაჭერის საშუალებით ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

2)     ინდუსტრიული უნარ-ჩვევებისა და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი მიზნად ისახავს ბაზრის მიერ მოთხოვნილ უნარებსა და ასეთი ტექნიკური უნარების მქონე ქართველებს შორის კავშირების გაძლიერებას;

3)     მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) უმაღლესი განათლების პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი ან მეტი პარტნიორი ამერიკული უნივერსიტეტის მოზიდვა, რათა სიახლე იქნას შეტანილი მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკის სწავლებებში, მაღალი ხარისხის პროგრამების შეთავაზებით, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდას და გააუმჯობესებს დასაქმების შესაძლებლობებს.

 

მნიშვნელოვანი ვიზიტები

 
საქართველოს მხრიდან:

2015 წელი

 

  • 2015 წლის 20-29 ივლისი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ თედო ჯაფარიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2015 წლის 6-9 ივლისი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ დავით ბაქრაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2015 წლის 27-28 მაისი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ოთარ დანელიას ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2015 წლის 13-17 აპრილი, საქართველოს ფინანსთან მინისტრის, ბატონ ნოდარ ხადურის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2015 წლის 6-11 მარტი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ გელა დუმბაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2015 წლის 2-6 მარტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);  
  • 2015 წლის 28 იანვარი - 1 თებერვალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 

 

2014 წელი

 

  • 2014 წლის 24 ნოემბერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ქალბატონ თამარ სანიკიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ)
  • 2014 წლის 16-22 ნოემბერი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, ბატონ გიორგი მღებრიშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 8-15 ნოემბერი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ თედო ჯაფარიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2014 წლის 8-13 ოქტომბერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონ ნოდარ ხადურის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2014 წლის 26 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ)
  • 2014 წლის 24-26 სექტემბერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ოთარ დანელიას ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2014 წლის 24-26 სექტემბერი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს ვიზიტი (ატლანტა -ვაშინგტონი, აშშ);  
  • 2014 წლის 17-19 სექტემბერი, საქართველოს პარლამენტის წევრთა ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2014 წლის 13-24 სექტემბერი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ თდო ჯაფარიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2014 წლის 28-29 მაისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 30 აპრილი, 5-8 მაისი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბატონ ირაკლი ალასანიას ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 10-14 აპრილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონ ნოდარ ხადურის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 25-26 მარტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ქალბატონ თამარ სანიკიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 20-21 მარტი, საქართველოს პარლამენტის წევრების, ბატონ თედო ჯაფარიძისა და ქალბატონ თინა ხიდაშელის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 17-19 მარტი, საქართველოს პარლამენტი წევრების, ბატონ თედო ჯაფარიძისა და ქალბატონ თინა ხიდაშელის ვიზიტი (უილიამსბურგი, აშშ); 
  • 2014 წლის 13-16 მარტი, საქართველოს პარლამენტის წევრების, ბატონ თედო ჯაფარიძისა და ქალბატონ თინა ხიდაშელის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 27-28 თებერვალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი (ნიუ-იორკი, აშშ); 
  • 2014 წლის 27-28 თებერვალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი (ნიუ-იორკი, აშშ);
  • 2014 წლის 25-28 თებერვალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბატონ მიხეილ დარჩიაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 25-27 თებერვალი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 25-27 თებერვალი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ბატონ მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2014 წლის 22-27 თებერვალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 
  • 2014 წლის 22-27 თებერვალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 11-13 თებერვალი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2014 წლის 8-14 თებერვალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონ პაატა ზაქარეიშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ); 

 

2013 წელი

 

  • 2013 წლის 9-13 დეკემბერი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონ დავით ზალკალიანის ვიზიტი, (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 9-13 დეკემბერი, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონ დავით დონდუას ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 9-12 დეკემბერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბატონ მიხეილ დარჩიაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 3 დეკემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან, (ბრიუსელი, ბელგია);
  • 2013 წლის 19-21 ნოემბერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბატონ მიხეილ დარჩიაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 7-10 ოქტომბერი, საქართველოს პარლამენტის წევრთა, ქალბატონ თინა ხიდაშელისა და ბატონ ირაკლის ჩიქოვანის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 5-12 ოქტომბერი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონ ნოდარ ხადურის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 30 სექტემბერი-4 ოქტომბერი, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ ალექსი პეტრიაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 24-27 სექტემბერი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (ნიუ-იორკი, აშშ); 
  • 2013 წლის 23-27 სექტემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი (ნიუ-იორკი, აშშ);
  • 2013 წლის 18 სექტემბერი, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის ლიდერის, ბატონ დავით ბაქრაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 19-29 აგვისტო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბატონ ირაკლი ალასანიას ვიზიტი (ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, აშშ);
  • 2013 წლის 31 ივლისი-2 აგვისტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის, ბატონ დავით სერგეენკოს ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 15-19 ივლისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის, საქართველოს მთავარი პროკურორის, ბატონ არჩილ კბილაშვილის და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 3-7 ივნისი, საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი (ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 13-14 მაისი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის დელეგაციის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 30 აპრილი-3 მაისი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (სედონა, ვაშინგტონი, ბალტიმორი, აშშ);
  • 2013 წლის 24 აპრილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის,  ქალბატონ მაია ფანჯიკიძის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან, (ბრიუსელი, ბელგია);
  • 2013 წლის 17-20 აპრილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 15-18 აპრილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონ ლევან დოლიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 13-22 აპრილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონ ნოდარ ხადურის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 26-29 მარტი, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბატონ ალექსანდრე ბარამიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 11-15 მარტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 4-5 მარტი, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, ბატონ დავით ბაქრაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის  1 მარტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ბატონ  დავით ნარმანიას ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 19-23 თებერვალი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2013 წლის 28-30 იანვარი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონ ნოდარ ხადურის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);

 

 2012  წელი

 

  •  2012 წლის 16-19 დეკემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონ დავით ზალკალიანის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლის 12-13 დეკემბერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლის 11-13 დეკემბერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ დავით კირვალიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლის 28-30 ნოემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლის 26-30 აგვისტო, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის ყრილობაში ქ.ტამპაში (ფლორიდა). რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე დამსწრე საქართველოს დელეგაციაში იყვნენ ეკა ტყეშელაშვილი - ვიცე პრემიერ-მინისტრი; ირაკლი ქავთარაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი; გიორგი კანდელაკი - საქართელოს პარლამენტის წევრი;
  • 2012 წლის 3-6 სექტემბერი, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქ. შარლოტში (ჩრდილოეთ კაროლინა) გამართულ დემოკრატიული პარტიის ყრილობაში. დელეგაციაში შედიოდნენ დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეკა ტყეშელაშვილი - ვიცე პრემიერ-მინისტრი;
  • 2012 წლის 6-13 მაისი, საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქალბატონ ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლის 18-21 აპრილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ნიკა გილაური ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლი15-20 აპრილი, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, ბატონ გიორგი ბოკერიავიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლი15-17 აპრილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ბატონ სერგი კაპანაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2012 წლის 28 იანვარი - 2 თებერვალი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის და დელეგაციის (დელეგაციის წევრები: ბატონი გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი; ბატონი გიორგი ბოკერია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; ქალბატონი ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ქალბატონი ეკა ტყეშელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი; ბატონი სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) ოფიციალური ვიზიტი  აშშ-ში (ვაშინგტონი, აშშ).

 

2011 წელი

 

  • 2011 წლის 31 ოქტომბერი-6 ნოემბერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით ბაქრაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2011 წლის 19-23 სექტემბერი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (ნიუ-იორკი, აშშ);
  • 2011 წლის 18-24 სექტემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ;
  • 2011 წლის 13-22 სექტემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ნიკა გალაურის ვიზიტი (ნიუ-იორკი, აშშ);
  • 2011 წლის 14-22 სექტემბერი, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ გიორგი ბარამიძის ვიზიტი (ნიუ-იორკი, აშშ);
  • 2011 წლის 6 მაისი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქალბატონ ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2011 წლის 10-16 მარტი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2011 წლის 17-18 თებერვალი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ  გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2011 წლის 1-2 თებერვალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ნიკა გილაურის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2011 წლის 14 იანვარი - საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);

 

 2010 წელი

 

  •  2010 წლის 19 ნოემბერი - ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტის, ბატონ ბარაკ ობამას შეხვედრა;
  • 2010 წლის 5-10 ოქტომბერი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით ბაქრაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2010 წლის 13-19 სექტემბერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ქალბატონ ვერა ქობალიას ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2010 წლის 11-19 აპრილი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2010 წლის 22-26 თებერვალი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ქალბატონ ეკა ტყეშელაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2010 წლის 24-26 თებერვალი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ თემურ იაკობაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ).

 

 2009 წელი

 

  • 2009 წლის ოქტომბერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით ბაქრაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2009 წლის 1-4 ივნისი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბატონ დავით სიხარულიძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2009 წლის 13-16 აპრილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2009 წლის იანვარი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ).

 

2008 წელი

 

  • 2008 წლის 20-23 აპრილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ);
  • 2008 წლის 18-20 მარტი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ).

 

2007 წელი

 

  • 2007 წლის 11 სექტემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი (ვაშინგტონი, აშშ).

 

2006 წელი

 

  • 2006 წლის 4-14 დეკემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი;
  • 2006 წლის სექტემბერი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;
  • 2006 წლის სექტემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი;
  • 2006 წლის 11-14 ივლისი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ვიზიტი;
  • 2006 წლის 3-6 ივლისი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;
  • 2006 წლის თებერვალი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ  ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი.

 

 2005 წელი

 

  • 2005 წლის 15-17 დეკემბერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი;
  • 2005 წლის სექტემბერი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.

 

 2004 წელი

 

  • 2004 წლის 24-27 თებერვალი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;
  • 2004 წლის სექტემბერი, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.

 

  

აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოში:

2015 წელი

 

  • 2015 წლის 3-4 ივლისი, აშშ-ს კონგრესის დელეგაცია კონგრესმენი პიტერ როსკამის (რ-ილინოისი) ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები: კონგრესმენი დევიდ პრაისი (დ-ჩრდილოეთ კაროლინა), კონგრესმენი ტომ რაისი (რ-სამხრეთ კაროლინა), კონგესმენი რობ ვუდალი (რ-ჯორჯია), კონგრევუმენი დინა ტიტუსი (დ-ნევადა), კონგრესვუმენი ლოის კეპსი (დ-კალიფორნია);
  • 2015 წლის 4-6 მაისი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია კონგრესმენ ჯო უილსონის (რ-სამხრეთ კაროლინა) ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები: კონგრესმენი რეიდ რიბლი (რ-ვისკონსინი) და კონგრესვუმენი მადალეინ ბორდალო (დ-გუამის ტერიტორია).
  • 2015 წლის 12-16 მარტი, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო მისია. 

 

2014 წელი

 

  • 2014 წლის 23 ოქტომბერი, Honeywell-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი;
  • 2014 წლის 21-23 ივლისი, CG/LA Infrastructure Inc.-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი;
  • 2014 წლის 29-30 ივნისი - სენატორების, რუბიოსა და ინჰოფის მრჩევლების ვიზიტი; 
  • 2014 წლის 29 ივნისი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია სენატორ კარდინის (დ-მერილენდი) ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრები: სენატორები როჯერ უიკერი (რ-მისისიპი) და ტომ ჰარკინი (დ-აიოვა), კონგრესმენები ფილ გინგრი (რ-ჯორჯია), რობერტ ანდერჰოლტი (რ-ალაბამა), დევიდ შვეიკერტი (რ-არიზონა) და ადამ შიფი (დ-კალიფორნია). 
  • 2014 წლის 27 ივნისი - 4 ივლისი, აშშ-ის კონგრესის 12 მრჩევლის ვიზიტი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის (MECEA) ფარგლებში;  
  • 2014 წლის 20-23 მარტი, კონგრესმენ მაიკ როჯერსის (რ-მიჩიგანი) ვიზიტი;   
  • 2014 წლის 19-21 იანვარი, აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტების მრჩეველთა დელეგაციების ვიზიტები;
  • 2014 წლის 19 იანვარი, დელეგაცია აშშ-ის სენატორ ჯეიმს ინჰოფის (რ-ოკლაჰომა) ხელმძღვანელობით;    

 

2013 წელი

 

  • 2013 წლის 6-10 დეკემბერი,  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ქალბატონ ვიქტორია ნულანდის ვიზიტი;
  • 2013 წლის 27 ოქტომბერი, IRI-ის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ ჯონ შიმკუსის ხელმძღვანელობით;
  • 2013 წლის 20-23 თებერვალი, კონგრესის დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ დანა რორაბახერის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: კონგრესმენი პოლ კუკი, კონგრესმენი ბრაიან ჰიგინსი და კონგრესმენი ტედ პო.  

 

2012 წელი

 

  • 2012 წლის 15-17 ნოემბერი, აშშ-ის ახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ გორდონის ვიზიტი;
  • 2012 წლის 6-7 ნოემბერი, აშშ-ის ქალთა გლობალურ საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, მელანი ვერვიერის ვიზიტი;
  • 2012 წლის 30  სექტემბერი-2 ოქტომბერი, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა აშშ-ის სენატის დელეგაციის ვიზიტი, შემდეგი შემადგენლობით: სენატორი ჯინ შაჰინი  და სენატორი ჯეიმს რიში;
  • 2012 წლის 30 სექტემბერი-2 ოქტომბერი, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაციის ვიზიტი, შემდეგი შემადგენლობით: კონგრესმენი გრეგორი მიკსი, NDI-ის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი; კონგრესმენი დევიდ დრაიერი, IRI-ის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი; კონგრესვუმენი კეი გრეინჯერი, IRI-ის მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წევრი;
  • 2012 წლის 10-12 სექტემბერი, უწყებათაშორის დელეგაციის ვიზიტი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თომას მელიას ხელმძღვანელობით;
  • 2012 წლის 6-7 სექტემბერი, ამერიკელ სენატორთა დელეგაციის ვიზიტი შემდეგი შემადგენლობით: სენატორი ჯონ მაკკეინი; სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი; სენატორი ლინდსი გრემი;
  • 2012 წლის 5 სექტემბერი, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კონგრესმენი დენ ბარტონის ვიზიტი;
  • 2012 წლის 5-7 ივლისი, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ლიდერის მოადგილის, კონგრესმენ კევინ მაკარტის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: კონგრესვუმენი კარენ ბასი; კონგრესმენი პიტერ როსკამი; კონგრესვუმენი კეი გრეინჯერი; კონგრესმენი მაკ ტორნბერი; კონგრესმენი მაიკ კელი; კონგრესმენი ტომას რუნი; კონგრესმენი ადრიან სმიტი;
  • 2012 წლის 2-4 ივლისი, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ ბილ შუსტერის  ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: კონგრესმენი დანკან ჰანტერი; კონგრესმენი ჯეფ დენემი; კონგრესმენი ჯეისონ ალტმაერი; კონგრესმენი ადამ კინზინგერი; კონგრესმენი ბრეტ გატრი; კონგრესმენი ბლეიკ ფარენთჰოლდი;
  • 2012 წლის 12 ივნისი, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის კონრესმენ დენ ბარტონის ხელმძღვანელობით;
  • 2012 წლის 4-6 ივნისი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ ჰილარი კლინტონის ვიზიტი;
  • 2012 წლის 30 მაისი -1 ივნისი, სენატორ რიჩარდ დურბინის ვიზიტი;
  • 2012 წლის 5-7 მარტი, ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონ დევიდ რობინსონის ვიზიტი.

 

2011 წელი

 

  • 2011 წლის 22-24 ნოემბერი, წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ დევიდ დრეიერის ხელმძღვანელობით.  დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ:  კონგრესმენი დონალდ პეინი და კონგრესმენი ედ ვიტფილდი;
  • 2011 წლის 19 ოქტომბერი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონ უილიამ ბერნსის ვიზიტი;
  • 2011 წლის 27-29 ივნისი, წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ დენ ბარტონის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: კონგრესმენი რუბენ ჰინაჰოსა, კონგრესმენი მაიკლ მაკინტაირი, კონგრესვუმენი მადლენ ბორდალო, კონგრესმენი ტომ მარინო და კონგრესმენი ტეოდორ დოიჩი.
  • 2011 წლის 4-7 ივნისი, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატიის მხარდამჭერი კომისიის დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ დევიდ დრეიერის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ: კონგრესმენი დევიდ პრაისი; კონგრესმენი ბრედ მილერი და კონგრესვუმენი სუზან დევისი. 
  • 2011 წლის 20 მაისი, წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ მაიკლ ტერნერის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: კონგრესვუმენი ლორეტა სანჩესი და კონგრესმენი დაგ ლამბოურნი.
  • 2011 წლის 30 აპრილ-1 მაისი, წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ ბილ შუსტერის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ: კონგრესმენი კრის მერფი, კონგრესმენი შონ დაფი, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, კონგრესმენი სედრიკ რიჩმონდი და კონგრესმენი ჯონ რანიანი. 
  • 2011 წლის 18 აპრილი,  ამერიკელი სენატორების დელეგაციის ვიზიტი, სენატორ ჯონ კაილის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ სენატორი ჯეფ სეშანსი, სენატორი რონ ჯონსონი, სენატორი მაიკლ კრაპო.
  • 2011 წლის 18 მარტი,  აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის,  ბატონ ენდრიუ ვებერის ვიზიტი;
  • 2011 წლის 22 თებერვალი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ბატონ ჯეიმს სტეინბერგის ვიზიტი.

 

 2010 წელი

 

  • 2010 წლის 5 ნოემბერი, აშშ-ის სენატორების კარლ ლევინისა და ჯონ მაკკეინის აპარატების წევრთა ვიზიტი;
  • 2010 წლის 18-21 ოქტომბერი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს საქართველოს სამუშაო ჯგუფის (Atlantic Council Task Force on Georgia) ვიზიტი;
  • 2010 წლის 20-22 ოქტომბერი, „ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ბატონ დენიელ იოჰანესის ვიზიტი;
  • 2010 წლის 5-8 სექტემბერი, კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი, კონგრესმენ  ჯიმ მარშალის ხელმძღვანელობით;
  • 2010 წლის 8-9 სექტემბერი, აშშ-ს კომერციის მდივნის თანაშემწის, ბატონ ხუან ვერდეს ვიზიტი;
  • 2010 წლის 5 ივლისი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ ჰილარი კლინტონის ვიზიტი;
  • 2010 წლის 25 თებერვალი, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ბატონ ხოსე ფერნანდესის ვიზიტი;
  • 2010 წლის 20-22 თებერვალი, ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელის,  ბატონ რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი;
  • 2010 წლის 5 თებერვალი,  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბატონ ჯეიმს სტეინბერგის ვიზიტი;
  • 2010 წლის 13-14 იანვარი, ევრაზიის ენერგოსაკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ბატონ რიჩარდ მორნინგსტარის ვიზიტი;
  • 2010 წლის 10 იანვარი, აშშ-ს სენატორის ჯონ მაკკეინის ვიზიტი;

 

 2009 წელი

 

  • 2009 წლის 19-20 ოქტომბერი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ ალექსანდერ ვერშბოუს ვიზიტი;
  • 2009 წლის 10-11 ივნისი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბატონ ფილიპ გორდონის ვიზიტი;
  • 2009 წლის 23-24 ივლისი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი;

 

 2008 წელი

 

  • 2008 წლის 4 სექტემბერი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონ რიჩარდ ჩეინის ვიზიტი;
  • 2008 წლის 15 აგვისტო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ კონდოლიზა რაისის ვიზიტი;
  • 2008 წლის 9 ივლისი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ქალბატონ კონდოლიზა რაისის ვიზიტი;

 

 2006 წელი

 

  • 2006 წლის 16-18 ოქტომბერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ბატონ დენიელ ფრიდის ვიზიტი;
  • 2006 წლის 26-28 აგვისტო, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი სენატორ ჯონ მაკკეინის ხელმძღვანელობით;
  • 2006 წლის 19-21 მარტი, სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქალბატონ ჰენრიეტა ფორის ვიზიტი;

 

 2005 წელი

 

  • 2005 წლის 9-11 მაისი, აშშ-ის პრეზიდენტის, ბატონ ჯორჯ ბუშის ვიზიტი;
  • 2005 წლის 9-11 მაისი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონ კონდოლიზა რაისის ვიზიტი;
  • 2005 წლის 9-11 მაისი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ბატონ სტივენ ჰედლის ვიზიტი;

 

 2004 წელი

 

  • 2004 წლის 25-26 იანვარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ბატონ კოლინ პაუელის ვიზიტი;

 

2003 წელი

 

  • 2003 წლის დეკემბერი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ბატონ დონალდ რამსფელდის ვიზიტი.

 

 

სამართლებრივი ბაზა

1. "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმება. (ინგლ.14გვ. ქართ.11გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონი 07.03.94 (ე. შევარდნაძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 11 დეკემბრის N524-Iს დადგენილებით. ძალაშია 17.07.1997.

2. "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ" ხელშეკრულება. (ქართ.6გვ. ინგლ.7გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისი 27.06.1992 (ე. შევარდნაძე). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 27.06.1992.

3. "საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის ჰუმანიტარული და ტექნიკური ეკონომიკური დახმარების ხელშეწყობისათვის თანამშრომლობის თაობაზე" ხელშეკრულება. (ქართ.4გვ. ინგ.3გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისი 31.07.92 (თ.ჯაფარიძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 11 დეკემბრის N525-Iს დადგენილებით. ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 31.07.1092.

4. "საქართველოსა და აშშ-ს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ" შეთანხმება. (ქართ.6გვ. ინგ.6გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონი 17.07.97 (ე. შევარდნაძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 17 სექტემბრის N856-რს დადგენილებით. ძალაშია 10.11.1997. გაუგრძელდა ვადა (ნოტა N11-14/585, 17.05.02) 2009 წლის 10 ნოემბრამდე. გაუგრძელდა ვადა (ნოტა N6/4562-14, 13.10.09) 2016 წლის 10 ნოემბრამდე.

5. "საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ" შეთანხმება. (ქართ.5გვ. ინგ.4გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 1998 წლის 26 იანვარს, ხოლო ქ. თბილისში 1998 წლის 30 იანვარს (ვ. ჩხეიძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარტლამენტის 1998 წლის 17 თებერვლის N1224-IIს დადგენილებით. ძალაშია 17.02.1998. ვადა გაუგრძელდა 2001 წლის 13 ივლისიდან. მოქმედია გავრცელების თავიდან აცილების 10.11.97 წლის შეთანხმების (N6/25) მოქმედების პერიოდის განმავლობაში.

6. "საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის, აშშ-ს მხრიდან საქართველოსათვის სამხედრო სფეროში დახმარების თაობაზე" ხელშეკრულება. დაიდო ნოტების გაცვლის გზით. (აშშ-ს საელჩოს ნოტა 04.06.99, 3გვ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა 15.07.99, 3გვ.). რატიფიცრებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 22 ივლისის დადგენილებით. ძალაშია 03.08.1999.

7. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს\გენერალურ შტაბსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობას შორის სამხედრო მეკავშირე გუნდის მხარდაჭერის შესახებ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის" შეთანხმების მემორანდუმი. (ქართ.4გვ. ინგ.4გვ.). ხელმოწერილია საქართველოს მხრიდან 28.05.1999; ამერიკის მხრიდან 16.06.1999. (გრ. ქათამაძე; ჩარლზ ვექსი). ძალაშია ბოლო ხელმოწერის დღიდან - 16.06.1999.

8. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება. (ქართ.14გვ. ინგ.11გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2001 წლის 18 ივნისს (სახელმწიფო მინისტრი: გიორგი არსენიშვილი; აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: კენეტ იალოვიცი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 18.06.2001.

9. "საქართველოს მთავრობასა (წარმოდგენილი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ) და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას (წარმოდგენილი USIAD-ის მიერ) შორის" ურთიერთგაგების მემორანდუმი. (ქართ.10გვ. ინგ.6გვ.). ხელმოწერილია 2001 წლის 24 აგვისტოს (დავით კირვალიძე; მაიკლ ფარბმანი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 24.08.2001.

10. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საქართველოში მშვიდობის კორპუსის პროგრამის შესახებ" შეთანხმება. (ქართ.4გვ. ინგ.4გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისი 2001 წლის 24 აპრილს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 21 დეკემბრის N1210-Iს დადგენილებით, სადაც ასევე გაკეთდა გაუთვალისწინებელი დათქმა. აღნიშნული დათქმა გაუქმდა საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 14 აგვისტოს N2968-რს დადგენილებით. ძალაშია 14.08.2003.

11. "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის შესახებ" ხელშეკრულება. (ქართ.8გვ. ინგ.8გვ.). ხელმოწერილია 2000 წლის 8 ნოემბერს (ნ. ჩხობაძე). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 08.11.2000.

12. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის აშშ-ს მხრიდან საქართველოსათვის სამხედრო სფეროში დახმარების აღმოჩენის შესახებ" შეთანხმება. დაიდო ნოტების გაცვლის გზით. (ქართ.3გვ. ინგ.4გვ.). (აშშ-ს საელჩოს ნოტა 07.06.2000; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა 06.09.2000). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 28 დეკემბრის N704-რს დადგენილებით. ძალაშია რატიფიკაციის დღიდან - 28.12.2000.

13. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტემენტს შორის შესყიდვებსა და მომსახურებაზე" (საქართველოს-აშშ-01) შეთანხმება. (ინგ.33გვ. ქართ.29გვ.). ქართული ვერსია ხელმოწერილია ქ. თბილისში 2002 წლის 2 ოქტომბერს; ინგლისური ვერსია ხელმოწერილია ქ. შტუტგარტში 2002 წლის 26 აგვისტოს და ქ. თბილისში 2002 წლის 29 აგვისტოს (დავით თევზაძე; ქრეგ რასმუსენი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 6 ივნისის N2340-IIს დადგენილებით. ძალაშია.

14. "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაყიდვის თაობაზე" ხელშეკრულება. (ქართ.11გვ. ინგ.9 გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 1998 წლის 27 თებერვალს (მარტინ ადამსი; ბაკურ გულუა). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 26 სექტემბერის N5346-IIს დადგენილებით. ძალაშია.

15. "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ს სასაქონლო-საკრედიტო კორპორაციას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაყიდვის თაობაზე" ხელშეკრულება. (ქართ.10გვ. ინგ.9 გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 1997 წლის 6 მარტს (კრისტოფერ გოლდუეიტი; თედო ჯაფარიძ). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 16 თებერვლის N4387-Iს დადგენილებით. გაგზავნილია შეტყობინება 14.03.07 (4/5116-14). ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. ძალაშია.

16. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის გაყიდვის თაობაზე" ხელშეკრულება. ხელმოწერილია 1999 წლის 28 ივლისს (ბ. გულუა და დ. ონოფრიშვილი). გაგზავნილია დასკვნებზე. ძალაშია.

17. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე" ხელშეკრულება 416 (ბ) პუნქტის თანახმად. (ქართ.11გვ.). ხელმოწერილია 2001 წლის 10 მარტს აშშ-ს მხრიდან; 2001 წლის 10 აგვისტოს საქართველოს მხრიდან (ფრენკ ლი; ზურაბ ნოღაიდელი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 10.08.2001.

18. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება. (ქართ.4გვ. ინგ.3გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2002 წლის 30 დეკემბერი (ლ.მიქელაძე). ძალაშია.

19. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის" ურთიერთგაგების მემორანდუმი. (ქართ.9გვ. ინგ.6გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2003 წლის 12 ივნისს (ი.მენაღარიშვილი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 12.06.2003.

20. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის პროგრამის ,,სურსათი პროგრესისათვის~ შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება". (ქართ.13გვ. ინგ.11გვ.). ხელმოწერილია 2003 წლის 19 აგვისტოს (ა.ვენმანი; დ.კირვალიძე). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 19.08.2003.

21. "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობისა და თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ" განზრახულებათა მემორანდუმი. (ქართ.7გვ. ინგ.5გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2004 წლის 26 თებერვალს (ზაზა კანდელაკი; პატრიცია მოლერი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 26.02.2004.

22. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" ოქმი. (ქართ.14+2გვ. ინგ.9+2გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2004 წლის 23 მარტს (ზ.ჟვანია და რიჩარდ მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 23.03.2004.

23. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის პროგრამის ,,სურსათი პროგრესისათვის~ შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ" ხელშეკრულება. (ქართ.12გვ. ინგ.11გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2004 წლის 28 აპრილის (ა.ვენმანი; ზ.ჟვანია). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 28.04.2004.

24. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ცოდნა-გამოცდილების გაუვრცელებლობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება. (ქართ.2გვ. ინგ.2გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2004 წლის 19 მარტს; ქ. ვაშინგტონში 2004 წლის 23 მარტს (პ.გაფრინდაშვილი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ივნისის N228-რს დადგენილებით. ძალაშია 22.07.2004.

25. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ექსპერტიზის გაუვრცელებლობაში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება (30 მილიონი). (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.). ხელმოწერილია ქ.თბილისში 2004 წლის 30 აგვისტოს (ვ.სიხარულიძე; ჯეიმს რეიდი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 9 დეკემბრის N663-IIს დადგენილებით. ძალაშია 25.01.2005.

26. "საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის ტერორიზმის შეჩერების პროგრამის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული" შეთანხმება. (ქართ.4გვ. ინგ.2გვ.). ხელმოწერილია 2004 წელს. (ი.ოქრუაშვილი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან -2004.

27. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება. (ქართ.16გვ. ინგ.16გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისი 2005 წლის 18 მარტს (ზ.ნოღაიდელი; რ.მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 18.03.2005.

28. "საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შორის საქართველოსათვის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ექსპორტის კონტროლის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევის შესახებ" შეთანხმების ვადის გაგრძელების თაობაზე ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმება. (ქართ.2გვ. ინგ.2გვ.). აშშ-ს ნოტა 2004 წლის 3 დეკემბერი; საქართველოს ნოტა 2005 წლის 22 აპრილი. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 ივნისის N1659-Iს დადგენილებით. ძალაშია 14.07.2005.

29. "საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება". (ინგ.7გვ.). ხელმოწერილია 2004 წლის 13 იანვარს (ზ.ჟვანია; რიჩარდ მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 13.01.2004.

30. "საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის პროგრამის ,,სურსათი პროგრესისათვის~ შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ" შეთანხმების ცვლილება 1. (ქართ.4გვ. ინგ.4გვ.). ხელმოწერილია 2003 წლის 24 დეკემბერს (ზ.ჟვანია; რიჩარდ მაილსი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 24.12.2003.

31. "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახით და საქართველოს მთავრობას შორის ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმება (კომპაქტი)". (ქართ.45+144გვ. ინგ.26+64გვ.). ხელმოწერილია ქ. ნიუ-იურკში 2005 წლის 12 სექტემბერს (ს.ზურაბიშვილი; ჩარლზ ო.სეტნესი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 28 ოქტომბრსი N20005-IIს დადგენილებით. გაგზავნილია შეტყობინების ნოტა და ინფორმაცია MCC-ში 22.11.2005. ძალაშია.

32. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისიში 2005 წლის 25 ოქტომბერს და ქ. ვაშინგტონში 2005 წლის 3 ნოემბერს (ი.ოქრუაშვილი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის N2702-Iს დადგენილებით. ძალაშია 23.03.2006.

33. "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული, გარანტირებული ან დაზღვეული გარკვეული ვალების რესტრუქტურირების თაობაზე" ხელშეკრულება. (ქართ.7გვ. ინგ.7გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისიში 2005 წლის 18 ნოემბერს (დ.გვინდაძე; ჯ.ტეფტი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის N2705-Iს დადგენილებით. ძალაშია 02.06.2006.

34. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება. ხელმოწერილია ქ. თბილისში 2006 წლის 21 ივნისს და ქ. ვაშინგტონში 2006 წლის 23 ივნისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 13 ოქტომბრის N3572-IIს დადგენილებით. ძალაშია 25.10.2006.

35. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება (N3). (ქართ.12გვ. ინგ.9გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2006 წლის 26 ივლისს (ზ.ნოღაიდელი; ჯ.ტეფტი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 26.07.2006.

36. "I ფონდი `ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს~ დანიშვნის ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების `კომპაქტის~ ფარგლებში გარკვეული სამთავრობო უფლებების, უფლებამოსილებების და ვალდებულებების განმახორციელებლად საქართველოს მთავრობას, მოქმედს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საშუალებით და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის". "II ხელშეკრულება შესყიდვების თაობაზე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას ფინანსთა სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობას და ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს შორის". "III მართვის ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა სამინისტროს და MCA-საქართველოს შორის". "IV თანხის გაცემის (ჩარიცხვის) ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, ფინანსთა სამინისტროს, რომელის წარმოადგენს საქართველოს მთავრობას და ფონდ-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი) შორის". 2006 წლის 7 აპრილის წერილებით (პრემიერ-მინისტრი და MCC) ძალაში შევიდა ზემოხსენებული შეთანხმებები.

37. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2007 წლის 26 თებერვალს და ქ. ვაშინგტონში 2007 წლის 6 მარტს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 3 ივლისის N5I92-რს დადგენილებით. ძალაშია 10.07.2007.

38. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ" შეთანხმება. (ქართ.19გვ; ინგ.21გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2007 წლის 21 ივნისს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 26 სექტემბრის 5352-IIს დადგენილებით. დასრულებულია აშშ მხრიდან. ძალაშია 06.12.2007.

39. "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ" ჩარჩო შეთანხმება. (ქართ.3გვ; ინგ.3გვ.). ხელმოწერილია ქ. ვაშინგტონში 2007 წლის 20 ივნისი. ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 20.06.2007.

40. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2008 წლის 22 თებერვალს და ქ. ვაშინგტონში 2008 წლის 5 მარტს. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 5 ივლისს N106-რს დადგენილებით. ძალაშია 15.07.2008.

41. "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით და საქართველოს მთავრობას შორის ფულადი გადარიცხვის შესახებ" საგრანტო ხელშეკრულება. (ქართ.9გვ. ინგ.8გვ.). ხელმოწერილია 2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში (ნ.გილაური, ჰ.ფორი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 22.10.2008.

42. "აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ". (ქართ.6გვ. ინგ.5გვ.). ხელმოწერია ქ. ვაშინგტონი 2009 წლის 9 იანვარს (გ.ვაშაძე, კ.რაისი). ძალაშია.

43. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება. (ქართ.10გვ. ინგ.10გვ.). ხელმოეწერილია ქ.თბილისში 2009 წლის 6 აგვისტოს (ნ.გვარამია, ჯ.ტეფტი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 20 ოქტომბრის N1815-IIს დადგენილებით. ძალაშია 05.11.2009.

44. "საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების მე-10 შესწორება. (ქართ.11გვ. ინგ.10გვ.). ხელმოეწერილია 2009 წლის 19 ივნისს (ე.ზღულაძე; ჯ.ტეფტი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 19.06.2009.

45. "საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების მე-11 შესწორება. (ქართ.23გვ. ინგ.16გვ.). ხელმოწერილია 2009 წლის 21 სექტემბერს (ნიკა გილაური, კენტ ლოგსდონი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 21.09.2009.

46. „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გასაფორმებელი დახმარების შესახებ" ხელშეკრულება (ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის). (ქართ.20გვ. ინგ.12გვ.). ხელმოეწერილია 2010 წლის 25 თებერვალს (კ.ბაინდურაშვილი; ხოსე ფერნანდესი). რატიფიცირებლ იქნა საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 12 მარტის N2779-Iს დადგენილებით. ძალაშია 12.04.2010.

47. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების შესწორება. (ქართ.1გვ. ინგ.1გვ.). ხელმოწერილია 2009 წლი 7 აპრილს, ქ. თბილისში და 2009 წლის 13 აგვისტოს ქ. ვაშინგტონში (გ.მუჩაიძე). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 23 მარტის N2819-Iს დადგენილებით. ძალაშია 12.04.2010.

48. "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის გასაფორმებელი დახმარების შესახებ" ხელშეკრულება. (ქართ.44გვ. ინგ.28გვ.). ხელმოეწერილია 2010 წლის 12 აგვისტოს (კ.ბაინდურაშვილი; ჯონ ბასი და USAID-ჯ.მ. კონლი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 14 სექტემბრის N3573-IIს დადგენილებით. ძალაშია 29.09.2010.

49. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შეწორება N13. (ქართ.9გვ. ინგ.8გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2010 წლის 18 ივნისს (ნ.გილაური, კენტ დ. ლოგსდონი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 18.06.2010.

50. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შეწორება N14. (ქართ.17გვ. ინგ.22გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2010 წლის 3 სექტემბერს (ნ. გილაური, ჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 03.09.2010.

51. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შეწორება N15. (ქართ.25გვ. ინგ.13გვ.). ხელმოწერილია 2010 წლის 23 სექტემებრს, ქ. თბილისში (ნ.გილაური, ჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 23.09.2010.

52. "საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელმოწერილი დახმარების შესახებ" ხელშეკრულების პირველი ცვლილება. (ქართ.3გვ. ინგ.3გვ.). ხელმოწერილია 2010 წლის 29 სექტემბერს (კ.ბაინდურაშვილი; ჯონათან კონლი). რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 26 ოქტომბრის N3768-IIს დადგენილებით. ძალაშია 03.05.2011.

53. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" შესწორება #17. (ქართ.7გვ. ინგ.6გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2011 წლის 9 სექტემბერს (ნიკა გილაური, ოჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 09.09.2011.

54. "საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" შესწორება #18. (ქართ.გვ. ინგ.გვ.). ხელმოწერილია ქ. თბილისში 2011 წლის 26 სექტემბერს (ნიკა გილაური, ოჯონ ბასი). ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 26.09.2011.

55. "საქართველოს ენერგეტიკისა ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ენრეგეტიკის დეპარტმენტს შორის საქართველოს რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების გაძლიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე" ხელშეკრულება. (ქართ.6.გვ. ინგ.5გვ.). ხელმოწერილია 2011 წლის 7 სექტემბერს. ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 07.09.2011.

 

აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციები საქართველოს შესახებ

 

-        2012 წლის 19 სექტემბერი: აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია H. Res. 526 საქართველოს შესახებ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ნატო-ში გაწევრიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის ინიციატორი: კონგრესმენი ბილ შუსტერი.

-        2011 წლის 29 ივლისი: აშშ-ს სენატმა ერთსულოვანი მხარდაჭერით დაამტკიცა რეზოლუცია S. Res. 175 აქართველოს შესახებ, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ინიციატორი: სენატორი ჯინ შაჰინი.

-        2011 წლის 16 დეკემბერი - აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა თავდაცვის ავტორიზაციის კანონი 2012 წლისთვის, რომელშიც შევიდა სენატორ ჯონ მაკკეინის მიერ ინიცირებილი დებულება აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ნორმალიზების თაობაზე.

-        2008 წლის 3 ივნისი: აშშ-ს სენატმა მიიღო  რეზოლუცია S.Res. 550, რომელიც გამოხატავს სენატის ხედვას რუსეთის ფედერაციის მთავრობის პროვოკაციულ და სახიფათო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუციის ინიციატორი: სენატორი ჯოზეფ ბაიდენი.

-        2008 2ლის 1 აპრილი: აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია H.Res. 997, რომელიც საქართველოსა და უკრაინისათვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების თაობაზე მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის ინიციატორი: კონგრესმენი რობერტ ვექსლერი.  

-        2008 წლის 14 თებერვალი: აშშ-ს სენატმა მიიღო  რეზოლუცია S.Res. 439, რომელიც გამოხატავს სენატის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინისათვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ. რეზოლუციის ინიციატორი: სენატორი რიჩარდ ლუგარი.

-        2007 წლის 13 დეკემბერი: აშშ-ს სენატმა მიიღო  რეზოლუცია S.Res. 391, რომელიც გამოხატავს სენატის მხარდაჭერას საქართველოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ და მოლოდინს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება. რეზოლუციის ინიციატორი: სენატორი რიჩარდ ლუგარი.

-        2007 წლის 15 მარტი - აშშ-ს სენატმა მიიღო ნატო-ს თავისუფლების კონსოლიდაციის აქტი, რომელიც ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდგომ გაფართოებას, ალბანეთის, მაკედონიის, საქართველოსა და ხორვატიის დროულ გაწევრიანებასა და სხვა მიზნებს. კანონმდებლობის ინიციატორი: სენატორი რიჩარდ ლუგარი. აშშ-ს პრეზიდენტმა აქტს ხელი მოაწერა 2007 წლის 9 აპრილს.

-        2005 წლის 5 აპრილი და 2005 წლის 8 თებერვალი: აშშ-ს კონგრესის წარმამადგენელთა პალატამ (ინიციატორი: კონგრესმენი ელტონ გალეგლი) და სენატმა (ინიციატორი: სენატორი რიჩარდ ლუგარი) მიიღეს რეზოლუციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის აღსანიშნავად. შესაბამისად, H.Res. 108 და S.Res. 46.

-        2005 წლის 21 დეკემბერი: აშშ-ს სენატმა მიიღო  რეზოლუცია S.Res. 344, რომელიც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებისადმი მხარდაჭერას, სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო გეგმის განხორციელების და საქართველოში რეგიონის წარმატებული და მშვიდობიანი რეინტეგრაციის საკითხში. რეზოლუციის ინიციატორი: სენატორი ჯონ მაკკეინი.


ბმულები:

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი: www.state.gov   

აშშ-ს საელჩო საქართველოში: www.georgia.usembassy.gov

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისია საქართველოში: www.georgia.usaid.gov

საქართველოს საელჩო აშშ-ში: www.usa.mfa.gov.ge, facebook: Embassy of Georgia to the United States; Twitter: @GeorgianEmbassy

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ