ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მომდევნო ეტაპზე რეზოლუციას კენჭს უყრიან 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონგრესის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონგრესმენთაუმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, რეზოლუცია საბოლოო სახით დამტკიცდება.

განთავსების თარიღი: 14.07.2016
 

2016 წლის 6 ივლისს აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

განთავსების თარიღი: 07.07.2016
 

აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით აპირებს გააფართოვოს დახმარების არსებული მექანიზმები. დოკუმენტშიაღნიშნულია, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში ყურადღების გამახვილება იგეგმება სამ სფეროზე.ესენია: საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა, თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ინფორმაციის გაცვლა.

განთავსების თარიღი: 06.07.2016
 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. 

განთავსების თარიღი: 06.07.2016
 

2016 წლის 21 ივნისს, ქ. თბილისში, გაიმართა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოხილულ იქნა 2015 წელს, ქ. ვაშინგტონში ჩატარებული სამუშაო ჯგუფის მიერ დასახული მიზნების შესრულების პროგრესი. ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი, დეპოლიტიზირებული სახელისუფლებლო ინსტიტუტებისა და გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობა. აშშ-ს მხარე მიესალმა რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ღია, პლურალისტური და მშვიდობიანი პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვანია, რათა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის ნათელი მაგალითი.

განთავსების თარიღი: 23.06.2016
 

18ივნისს სამხრეთ კაროლინაში "ბუფალოელი ჯარისკაცების" სამხედრო დანაყოფის 150 წლის იუბილის ღონისძიებას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.  საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ხაზგასასმელად ცერემონია საქართველოსეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

განთავსების თარიღი: 20.06.2016
 

2016 წლის 8 ივნისს აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

განთავსების თარიღი: 09.06.2016
 

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ამერიკელი ხალხისა დაშეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმამიულოცა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიან მეგობრობას, რაც დემოკრატიის საერთოფასეულობებსა და  თავისუფლებისათვის ბრძოლის საერთო იდეალებს ეფუძნება.

განთავსების თარიღი: 09.06.2016
 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ საზეიმო მიღებაზე, საერთაშორისოუსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

განთავსების თარიღი: 08.06.2016
 

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, აშშ-ს განვითარებისსააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

განთავსების თარიღი: 08.06.2016
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ