2008 წლის 20 აპრილს, 09:53.31 საათზე ადგილობრივი დროით, რუსულმა გამანადგურებელმა MIG 29 "Fulcrum" საქართველოს ტერიტორიაზე გაანადგურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუიარაღებელი უპილოტო რეკოგნოსცირების თვითმფრინავი.
საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გმობს აგრესიის აქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის 20 აპრილს საქართველოში. ეს აქტი საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონში და კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ წარმოადგენს ნეიტრალურ მხარესა და მედიატორს აფხაზეთში, საქართველო არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მოლაპარაკებების პროცესში. უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მხარე, რომელიც ყურადღებას არ აქცევს რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს-სტანდარტის რადარის ინფორმაციის შესაბამისად, რუსული თვითმფრინავი აფრინდა გუდაუთის არალეგალურად დაკავებული აეროდრომიდან 09:48 საათზე, აგრესიის აქტის განხორციელების შემდეგ გაბრუნდა ჩრდილოეთის მიმართულებით და 10:06 საათზე შევიდა რუსეთის საჰაერო სივრცეში.
ქართულმა მხარემ გაავრცელა თავდასხმის ამსახველი მაღალი ხარისხის ვიდეო ჩანაწერი, სადაც მკაფიოდ ფიქსირდება თვითმფრინავის რუსული კუთვნილება.
აღნიშნული ქმედება არღვევს გაეროს წესდების მე-2 მუხლის, მე-4 პუნქტს, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების აკრძალვას. გარდა ამისა, ეს ქმედება წარმოადგენს "აგრესიის აქტს" გაეროს გენერალური ასამბლეის აგრესიის აქტის განსაზღვრების შესახებ 1974 წლის რეზოლუციის დანართის მე-3 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, რომლის მიხედვით ნებისმიერი იარაღის გამოყენება სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ არის აგრესიის აქტი.
გუდაუთის აეროდრომზე გამანაგურებლის არსებობა წარმოადგენს ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ვალდებულებების პირდაპირ დარღვევას, რომელიც ავალდებულებს რუსეთს გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვასა და პერსონალის გაყვანას. გარდა ამისა, წინააღმდეგობაში მოდის რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან ზემოაღნიშნული ბაზის დახურვის, პერსონალის გაწვევისა და ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ.
ამრიგად რუსეთის ფედერაცია ეწევა სამხედრო პოტენციალის შემაშფოთებელ ზრდას კონფლიქტურ რეგიონში.
მიუხედავად ვიდეო ჩანაწერისა, რადარის ინფორმაციისა და თვითმხილველთა ჩვენებებისა, რომ აგრესიის აქტი განახორციელა რუსულმა გამანადგურებელმა, სეპარატისტთა ლიდერები ცდილობენ თვითონ დაიბრალონ ამ აგრესიის აქტის განხორციელება. ამგვარი ქმედება იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების 1994 წლის შეთანხმების უხეში დარღვევა.
აგრესიის ეს აქტი მოსდევს რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებულ ზომებს, კერძოდ, ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებისა და სეპარატისტულ რეჟიმთან სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვის შესახებ 1996 წლის დსთ-ს გადაწყვეტილებიდან გამოსვლას, აგრეთვე 2008 წლის 16 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან დაავალა რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას პირდაპირ ითანამშრომლონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებთან, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანასკნელ დროს გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ არის მიმართული საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ანექსიისკენ.
რუსეთისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს მზადყოფნას თავის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი, რეგიონების მოსახლეობის ინტერესების სრული გათვალისწინებით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 28 მარტსა და 12 აპრილს წარმოდგენილი ინიციატივებით.
საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას:
• დაუყონებლივ გამოიწვიონ პრეზიდენტ ვ.პუტინის 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს.
• 1996 წლის დსთ-ს გადაწყვეტილებისა და სხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებების, კერძოდ გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის #876 რეზოლუციის ფარგლებში დაბრუნება.
• შეწყვიტონ სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო მხარდაჭერა.
პრეზიდენტის მ.სააკაშვილის სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. პუტინთან.
ვინაიდან რუსეთის მხარემ შესაძლოდ ჩათვალა აღნიშნული საუბრის კომენტირება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია გაახმოვანოს პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის ძირითადი თემატიკა.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა კატეგორიული პროტესტი 2008 წლის 20 აპრილს განხორციელებული აგრესიის აქტის გამო, როდესაც რუსეთის ფედერაციის MIG 29 "Fulcrum"-მა საქართველოს ტერიტორიაზე გაანადგურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუიარაღებელი უპილოტო რეკოგნოსცირების თვითმფრინავი.
აღინიშნა, რომ რუსეთის მეშვეობით მიმდინარეობს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების სამხედრო პოტენციალის ზრდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ მოთხოვნილ იქნა, დაუყოვნებლივ შეწყდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი სამხედრო დახმარება. ასევე, კატეგორიულად დაისვა საკითხი რუსი სამხედროების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, გუდაუთის სამხედრო ბაზის გამოყენების დაუშვებლობისა და მისი გადაუდებლად დახურვის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა მკვეთრი პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებების გამო, რომლებიც მიმართულია საქართველოს საერთაშორისოd აღიარებული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილის ფაქტობრივი ანექსიისკენ. მ.სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს "აფხაზეთში, საქართველო კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ" 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეჟიმიდან რუსეთის ფედერაციის გამოსვლის შესახებ 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთის მთავრობისადმი 2008 წელს 16 აპრილის დავალებების გაუქმება.
პრეზიდენტმა მ.სააკაშვლმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან ორ სახელმწიფოს ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.
|
2008 წლის 20 აპრილს, 09:53.31 საათზე ადგილობრივი დროით, რუსულმა გამანადგურებელმა MIG 29 "Fulcrum" საქართველოს ტერიტორიაზე გაანადგურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუიარაღებელი უპილოტო რეკოგნოსცირების თვითმფრინავი. საქართველოს ხელისუფლება მკაცრად გმობს აგრესიის აქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის 20 აპრილს საქართველოში. ეს აქტი საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონში და კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ წარმოადგენს ნეიტრალურ მხარესა და მედიატორს აფხაზეთში, საქართველო არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მოლაპარაკებების პროცესში. უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაცია არის კონფლიქტის მხარე, რომელიც ყურადღებას არ აქცევს რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს-სტანდარტის რადარის ინფორმაციის შესაბამისად, რუსული თვითმფრინავი აფრინდა გუდაუთის არალეგალურად დაკავებული აეროდრომიდან 09:48 საათზე, აგრესიის აქტის განხორციელების შემდეგ გაბრუნდა ჩრდილოეთის მიმართულებით და 10:06 საათზე შევიდა რუსეთის საჰაერო სივრცეში. ქართულმა მხარემ გაავრცელა თავდასხმის ამსახველი მაღალი ხარისხის ვიდეო ჩანაწერი, სადაც მკაფიოდ ფიქსირდება თვითმფრინავის რუსული კუთვნილება. აღნიშნული ქმედება არღვევს გაეროს წესდების მე-2 მუხლის, მე-4 პუნქტს, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების აკრძალვას. გარდა ამისა, ეს ქმედება წარმოადგენს "აგრესიის აქტს" გაეროს გენერალური ასამბლეის აგრესიის აქტის განსაზღვრების შესახებ 1974 წლის რეზოლუციის დანართის მე-3 მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, რომლის მიხედვით ნებისმიერი იარაღის გამოყენება სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის წინააღმდეგ არის აგრესიის აქტი. გუდაუთის აეროდრომზე გამანაგურებლის არსებობა წარმოადგენს ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ვალდებულებების პირდაპირ დარღვევას, რომელიც ავალდებულებს რუსეთს გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვასა და პერსონალის გაყვანას. გარდა ამისა, წინააღმდეგობაში მოდის რუსული მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან ზემოაღნიშნული ბაზის დახურვის, პერსონალის გაწვევისა და ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. ამრიგად რუსეთის ფედერაცია ეწევა სამხედრო პოტენციალის შემაშფოთებელ ზრდას კონფლიქტურ რეგიონში. მიუხედავად ვიდეო ჩანაწერისა, რადარის ინფორმაციისა და თვითმხილველთა ჩვენებებისა, რომ აგრესიის აქტი განახორციელა რუსულმა გამანადგურებელმა, სეპარატისტთა ლიდერები ცდილობენ თვითონ დაიბრალონ ამ აგრესიის აქტის განხორციელება. ამგვარი ქმედება იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების 1994 წლის შეთანხმების უხეში დარღვევა. აგრესიის ეს აქტი მოსდევს რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებულ ზომებს, კერძოდ, ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირებისა და სეპარატისტულ რეჟიმთან სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვის შესახებ 1996 წლის დსთ-ს გადაწყვეტილებიდან გამოსვლას, აგრეთვე 2008 წლის 16 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მან დაავალა რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას პირდაპირ ითანამშრომლონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებთან, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანასკნელ დროს გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ არის მიმართული საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ანექსიისკენ. რუსეთისგან განსხვავებით საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს მზადყოფნას თავის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი, რეგიონების მოსახლეობის ინტერესების სრული გათვალისწინებით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 28 მარტსა და 12 აპრილს წარმოდგენილი ინიციატივებით. საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას: • დაუყონებლივ გამოიწვიონ პრეზიდენტ ვ.პუტინის 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს. • 1996 წლის დსთ-ს გადაწყვეტილებისა და სხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებების, კერძოდ გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის #876 რეზოლუციის ფარგლებში დაბრუნება. • შეწყვიტონ სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო მხარდაჭერა. პრეზიდენტის მ.სააკაშვილის სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ. პუტინთან. ვინაიდან რუსეთის მხარემ შესაძლოდ ჩათვალა აღნიშნული საუბრის კომენტირება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია გაახმოვანოს პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის ძირითადი თემატიკა. საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა კატეგორიული პროტესტი 2008 წლის 20 აპრილს განხორციელებული აგრესიის აქტის გამო, როდესაც რუსეთის ფედერაციის MIG 29 "Fulcrum"-მა საქართველოს ტერიტორიაზე გაანადგურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუიარაღებელი უპილოტო რეკოგნოსცირების თვითმფრინავი. აღინიშნა, რომ რუსეთის მეშვეობით მიმდინარეობს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების სამხედრო პოტენციალის ზრდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ მოთხოვნილ იქნა, დაუყოვნებლივ შეწყდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი სამხედრო დახმარება. ასევე, კატეგორიულად დაისვა საკითხი რუსი სამხედროების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, გუდაუთის სამხედრო ბაზის გამოყენების დაუშვებლობისა და მისი გადაუდებლად დახურვის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა მკვეთრი პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებების გამო, რომლებიც მიმართულია საქართველოს საერთაშორისოd აღიარებული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილის ფაქტობრივი ანექსიისკენ. მ.სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა დსთ-ის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს "აფხაზეთში, საქართველო კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ" 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული რეჟიმიდან რუსეთის ფედერაციის გამოსვლის შესახებ 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებისა და რუსეთის პრეზიდენტის მიერ რუსეთის მთავრობისადმი 2008 წელს 16 აპრილის დავალებების გაუქმება. პრეზიდენტმა მ.სააკაშვლმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან ორ სახელმწიფოს ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევის მიზნით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|