ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის შეხვედრა კონგრესმენ რენდი ვებერთან

2016 წლის 14 აპრილს შედგა აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის შეხვედრა აშშ-ს კონგრესმენთან, რენდი ვებერთან (რ-ტეხასი). საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიზნებსა და არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. შეხვედრისას ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აშშ-ს მხრიდან აქტიური მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობაზე, მათ შორის საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროებაზე. კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, საქართველოსადმი აშშ-ს თანადგომას და გამოხატა მხარდაჭერა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში 2016 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე დარეგისტრირებული რეზოლუციისადმი (H.Res.660).      

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ