ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის შეხვედრა კონგრესმენ ტედ დოიჩთან

2016 წლის 20 აპრილს შედგა აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის შეხვედრა აშშ-ს კონგრესმენთან (დ-ფლორიდა), ტედ დოიჩთან. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს მისწრაფებებს. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსადმი აშშ-ს მხარდაჭერის, მათ შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხებზე. კონგრესმენმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ს ძლიერ თანადგომას, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ელჩის თხოვნის საპასუხოდ, ბ-ნმა დოიჩმა აღნიშნა, რომ იგი განიხილავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში შეტანილი რეზოლუციის (H.Res.660) თანასპონსორობის, ასევე წარმომადგენელთა პალატაში არსებულ საქართველოს მეგობართა ჯგუფში მისი გაწევრიანებისა და უახლოეს პერიოდში საქართველოში ვიზიტის განხორციელების საკითხებს.     

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ