ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გეილ სმითი: დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ითხოვს დაუზოგავ მუშაობას და ეს პროცესი არასდროს მთავრდება

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე, აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, გეილ სმითმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივია მიმართოს ქართველ ხალხს და მიულოცოს ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე. „ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“ აღნიშნა  გეილ სმითმა. „ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს -  რაც საქართველოს ეხება, ის  გვეხება ჩვენც, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ წლების განმავლობაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“.   გეილ სმითმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შემოგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.   მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფოს და ძლიერი ეკონომიკის განვითარების მოდელი, მაგალითი. „დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება ითხოვს დაუზოგავ მუშაობას და ეს პროცესი არასდროს მთავრდება“, აღნიშნა გეილ სმითმა.     საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ვაშინგტონში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას 900-მდე სტუმარი დაესწრო. საქართველოს მხრიდან ღონისძიებას მასპინძლობდა აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. აშშ-ს მხრიდან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტონი ბლინკენმა, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ