ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თავისუფლების მოკავშირეების ფონდმა საქართველოს წლის საუკეთესო მოკავშირის ტიტული მიანიჭა

18 ივნისს სამხრეთ კაროლინაში "ბუფალოელი ჯარისკაცების" სამხედრო დანაყოფის 150 წლის იუბილის ღონისძიებას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.  საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ხაზგასასმელად ცერემონია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე თავისუფლების მოკავშირეების ფონდმა, აშშ-ის კონგრესთან კონსულტაციების საფუძველზე, საქართველოს წლის საუკეთესო მოკავშირის ტიტული მიანიჭა. საქართველო პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანაა, რომელსაც ეს საპატიო სტატუსი წილად ერგო.

კონგრესმენმა ჯო ვილსონმა სპეციალური ჯილდო გადასცა აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს და სამხედრო ატაშეს ვეფხვია ჩალაბაშვილს. სამახსოვრო დაფაზე წერია - „გადაეცემა ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს სამაგალითო და მამაცური ბრძოლისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში“.

ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ჯეკ ლოვლედის განცხადებით, საქართველო იმის გამო შეირჩა, რომ ის მატარებელია იმ დემოკრატიისა და თავისუფლების იმ ღირებულებების, რისიც ამერიკელებს სჯერათ. ამასთან, საქართველო  ტერორიზმთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტით ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ იბრძვის მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნატოს წევრი არ არის. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ