ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობისა და აქტიური თანამშრომლობის. „დარწმუნებული ვარ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის და ჩვენ დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ყოველწლიურად ღრმავდება ყველა იმ მიმართულებით, რომელსაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ექნება, რის შემდეგაც გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ