მაკროეკონომიკური მიმოხილვა

წინასწარი მონაცემებით 2008 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მაჩვენებელმა 2,1 პროცენტი შეადგინა. 2008 წელს ქვეყნის მშპ-მ საბაზრო ფასებში შეადგინა 19 070 მილიონი ლარი (12 797 მილიონი აშშ დოლარი). მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4 352 ლარი იყო (2 920 აშშ დოლარი).

2008 წელს ინფლაციის დონემ 5,5 პროცენტი შეადგინა (შედარებისთვის 2007 წელს ინფლაციის დონე იყო _ 11,0 პროცენტი; 2006 წელს _ 8,8 პროცენტი; 2005 წელს _ 6,2 პროცენტი; 2004 წელს _ 7,5 პროცენტი).

2008 წელს პირაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინა 1 564 მილიონი აშშ დოლარი.

2008 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7555,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17,2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1497,7 მილიონი აშშ დოლარია (ზრდა 21,5 პროცენტი), იმპორტი კი 6058,1 მილიონი აშშ დოლარი (ზრდა 16,2 პროცენტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4560,4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა 24.7 პროცენტი შეადგინა (იხ. დანართი).

წინასწარი მონაცემებით 2009 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის მშპ-მ საბაზრო ფასებში შეადგინა 8.1 მლრდ. ლარი (4.9 მლრდ. აშშ დოლარი) მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1855 ლარი იყო (1115 აშშ დოლარი).

2009 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინა 226.1 მილიონი აშშ დოლარი.

2009 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3957,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 34,6 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 826,5 მილიონი აშშ დოლარია (შესაბამისად 33,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი კი 3131,0 მილიონი აშშ დოლარი (34,9 პროცენტით ნაკლები). 2009 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2304,6 მილიონი აშშ დოლარია (შესაბამისად 35,4 პროცენტით ნაკლები). იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა 26,4 პროცენტი შეადგინა (იხ. დანართი).

 

 ცხრილი 1. ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები,

(2005 - 2009  იანვარი-ივნისი)

 

 

 2005

 2006

 2007

 

     2008

 

2009 (იანვარ-ივნისი)

მშპ-ს ზრდის ტემპი (%)

9.6

9.4

12.4

2,1

___

საგარეო სავაჭრო ბრუნვა

(მლნ აშშ დოლარი)

3355.4

4670.4

6456.9

 

7555,8

 

3957,5 (იანვარ-სექტემბერი)

ექსპორტი

(მლნ აშშ დოლარი)

865.5

992.6

1240.2

 

1497,7

826,5 (იანვარ-სექტემბერი)

იმპორტი

(მლნ აშშ დოლარი)

2490.0

3677.8

5216.7

 

6058,1

 

3131,0

(იანვარ-სექტემბერი)

 

ექსპორტი (ზრდა,%)

34.0

14

32.5

      

       21.5

  33,3  (კლება)

იმპორტი (ზრდა,%)

34.8

47.8

41.8

16.2

34,9    (კლება)

ინფლაცია (%)

6.2

 

8.8

 

11,0

 

5,5

___

პირდაპირი უცხოური

ინვესტიციები

(მლნ. აშშ დოლარი)

449.8

1 190.0

 2 014.8

 

  1 564

226,1

მშპ (მლნ აშშ დოლარი)

6 415

7 849

10 175

12 797

4892

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

(აშშ დოლარი)

1 479

1 779

2 315

 

2 920

1115

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ადამიანის უფლებები

Georgia.gov.ge

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ