2005 წელს საქართველოს საგადასახადო სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. გადასახადების რაოდენობა შემცირდა 21-დან 6-მდე:
1. დღგ (20%-დან შემცირდა 18%-მდე);
2. საშემოსავლო გადასახადი (20%);
3. მოგების გადასახადი (20%-დან შემცირდა 15%-მდე);
4. სააქციზო გადასახადი;
5. ქონების გადასახადი (1%);
6. საბაჟო გადასახადი (0%, 5% ან 12%);
2011 წლის იანვარში ძალაში შევიდა კანონი "New Course for Fair, Simple and Reliable Tax System" (www.mof.gov.ge).
ახალი საგადასახადო კოდექსით, რომელშიც შინაარსობრივად გაერთიანდა საბაჟო და საგადასახადო კოდექსები, გათვალისწინებულია შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ან გადასახადებისაგან მთლიანი გათავისუფლება.
ახალი საგადასახადო კოდექსი მიზნად ისახავს გადასახადების გადამხდელთა ნდობის ამაღლებას საქართველოს საგადასახადო სისტემისადმი, მათი უფლებების დაცვასა და უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
2014 წლისათვის გაუქმდება გადასახადები დივიდენტებზე და საპროცენტო განაკვეთზე, ასევე საშემოსავლო გადასახადი შემცირდება ფიზიკური პირებისათვის 15%-მდე. მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის გათვალისწინებულია გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები და შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმები.
|
2005 წელს საქართველოს საგადასახადო სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. გადასახადების რაოდენობა შემცირდა 21-დან 6-მდე: 1. დღგ (20%-დან შემცირდა 18%-მდე); 2. საშემოსავლო გადასახადი (20%); 3. მოგების გადასახადი (20%-დან შემცირდა 15%-მდე); 4. სააქციზო გადასახადი; 5. ქონების გადასახადი (1%); 6. საბაჟო გადასახადი (0%, 5% ან 12%); 2011 წლის იანვარში ძალაში შევიდა კანონი "New Course for Fair, Simple and Reliable Tax System" (www.mof.gov.ge). ახალი საგადასახადო კოდექსით, რომელშიც შინაარსობრივად გაერთიანდა საბაჟო და საგადასახადო კოდექსები, გათვალისწინებულია შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ან გადასახადებისაგან მთლიანი გათავისუფლება. ახალი საგადასახადო კოდექსი მიზნად ისახავს გადასახადების გადამხდელთა ნდობის ამაღლებას საქართველოს საგადასახადო სისტემისადმი, მათი უფლებების დაცვასა და უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. 2014 წლისათვის გაუქმდება გადასახადები დივიდენტებზე და საპროცენტო განაკვეთზე, ასევე საშემოსავლო გადასახადი შემცირდება ფიზიკური პირებისათვის 15%-მდე. მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის გათვალისწინებულია გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები და შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმები. |
||
|
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ
|