საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საელჩო აშშ-ში აცხადებს 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერას პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფში სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული პროგრამის ან სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] -ზე უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (განცხადება )და შემდეგი დოკუმენტაცია:
· ავტობიოგრაფია
· დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი
· პასპორტის ასლი
· ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს
· ერთი ფოტოსურათი
სტაჟირების პროგრამის გავლის მიზნით შერჩეულმა კანდიდატმა მითითებულ დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა წარმოადგინოს ცნობა ნასამართლობის შესახებ.
ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის ეტაპები მოიცავს წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევასა და კონკურსანტებთან გასაუბრებას.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა 2027 წლიდან დაიწყება. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაკავშირება შემდეგ ნომერზე: +1 202-387-2390
